Quantcast
Channel: ტრადიციები - Literatura.Mcvane.Ge
Viewing all 13 articles
Browse latest View live

ქართული ღვინო

0
0
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ქართული კულტურა

0
0
ცნობილი ფაქტია, რომ კულტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა ტრადიციების შეჯერების შემდეგ ყალიბდება და ეს მოვლენა პროგრესის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტადაა შეფასებული. თუმცა საუბარია მხოლოდ სხვა ხალხების კარგ და მისაღებ ტრადიციებზე. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების აზრით, კი ჩვენ სხვა ხალხისაგან სუფრული ტრადიციების უმეტესად ცუდი მხარეები შევითვისეთ და სწორედ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი, ღირებული ქართული ადათების მოძიება ძალიან გვიან, 21-ე საუკუნეში გვიწევს

ქართველი ქალი

0
0
საქართველოს ქარ-ცეცხლით სავსე ისტორიაში ქართველ ქალს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. იგი ხშირად ყოფილა გმირობისა და თავდადების მაგალითი. მაია წყნეთელი, ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა თუ ოთარაანთ ქვრივი დიდსულოვნებისა და გმირული შემართების სიმბოლოები იყვნენ. მათი თავგანწირვა და სულიერი სიძლიერით ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა ყოველ ქართველ ქალს თითქოს ავალდებულებდა, ყოფილიყო მათი ღირსეული მემკვიდრე.

მსოფლიოს ულამაზეს დამწერლობათა ხუთეულში ქართული ანბანი მოხვდა

0
0
lamazi damwerloba qartuli kaligrafia shrifti saqartvelo
სიაში მესამე საფეხურზე ქართული ანბანი გავიდა. მსოფლიოს ულამაზეს ანბანთა ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ბირმული (მიანმა)
2. სინგალური (შრი-ლანკა)
3. ქართული (საქართველო)
4. ტაგალური (ფილიპინები)
5. ჰანაკარაკა (ინდონეზია).

„ცუდი სიმთვრალე“

0
0
საშინელი სიმთვრალე ჰქონია მსახიობ ზაზა კოლელიშვილს და ჯობს, რომ ამ დროს ახლოს არ გაეკაროთ.

მისი კოლეგა თენგიზ გიორგაძე ერთ ისტორიას ყვებოდა:

როდის და როგორ აღნიშნავდნენ ქართველები უძველეს დროში ახალ წელს?

0
0
საქართველოში საუკუნეთა მანძილზე ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო ყოფილა მიჩნეული.

თავდაპირველად, წარმართობის ხანაში, ახალი წლის დასაწყისად ითვლებოდა დღევანდელი ექვსი აგვისტო.

ნიკა გიორგაძე და გიორგი პაპუნაშვილი

0
0
ნიკა გიორგაძე და გიორგი პაპუნაშვილი

(nika giorgadze da giorgi papunashvili)

მარტივია...

0
0
მარტივია იცოცხლო, მარტივია ძალიან,
როცა მიწა სისხლია წინაპრების და ძვლებიც
შეტოკებას ელიან, ელიან და მადლიან
ამ მიწაზე დავდივართ,უსირცხვილოდ დავძვრებით.

მარტივია ვიცოცხლოთ, ცხოვრება კი რთულია,
ბებერ ნასახლარებზე, აკაკის და ილიას
მთაზმინდაზე ვაფურთხებთ სადაც მათ გაუვლიათ,
დადიან და ივლიან. დადიან და ივლიან.

რა რთულია იცოცხლო როცა გტკივა ძალიან,
როცა მიწა სისხლია წინაპრების და ძვლებიც
შეტოკებას ელიან, ელიან და მადლიან
ამ მიწაში ბორგავენ ჩვენი ბაბუს და-ძმები.

"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს"

0
0
"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, გაჭირვებას ეჩვევიან, მაგრამ თავის "გემოს"არ ჰკარგავენ.

იციან ორივემ, "გემოს" დაკარგვას, კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ, ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში."

წმიდა დიდი მარხვა

0
0
ღმერთმა დალოცოს თქვენი შემართება!


რელიგია მარხვა religia marxva

ფატიმა წოტოიძე - ქალი, რომელსაც „შატილის ასულო“ მიეძღვნა

0
0
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 36 წლის თუში მეცხვარე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ლექსი, რომელიც სატრფოს მიუძღვნა, წლების შემდეგ პოპულარულ ქართულ სიმღერად იქცეოდა, მას კი ავტორობის მტკიცება სასამართლოში მოუწევდა.


qali-shatilis-asulo-ქალი-შატილის-ასულო

ალავერდობა - 28 სექტემბერს უძველესი დღესასწაული, ალავერდობა აღინიშნება.

0
0
28 სექტემბერს უძველესი დღესასწაული, ალავერდობა აღინიშნება.წმიდა იოსებ ალავერდელის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ის ერთ-ერთია საქართველოში მოღვაწე ცამეტ ასურელი მამათაგან. თუ როგორ აღინიშნებოდა ალავერდობა საქართველოში, გვესაუბრება ქალბატონი ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

ალავერდობა“ალავერდობის, კახეთის ამ უდიდესი სალოცავის დღესასწაულის სრული აღწერილობა, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. ვინაიდან თავად ტაძარი უკავშირდება წმიდანების: იოსებ ალავერდელის, დიდმოწამე გიორგის, ქეთევან წამებულის სახელებს და ჯვართამაღლებას, ყველა ამ წმიდანის სახელი თუ საღრმთო ისტორიული მოვლენა თავად ალავერდობის დღესასწაულში აისახა. ისინი ერთიან ქრონოლოგიურ მოვლენებთან არიან დაკავშირებული. წმიდა იოსებ ალავერდელი აარსებს ტაძარს, რომელსაც გადმოცემა წმიდა გიორგის უკავშირებს. XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფეს ძელი ცხოველის ნაწილი ჩამოაქვს იერუსალიმიდან და ალავერდობის მთავარი დღესასწაული ჯვართამაღლების სახელზე არსდება. XVIII საუკუნეში ალავერდობას წმიდა ქეთევანის ხსენება უკავშირდება. საქართველოსა და ევროპის ამ უდიდესი წმიდანი ქალის სახელი ძალზედ საინტერესოდ აკავშირებს ალავერდსა და ქურმუხის წმიდა გიორგის.

ალავერდობა ხანგრძლივი, ცალკეული ღირშესანიშნავი დღეებისაგან შემდგარი დღესასწაულია. მას ციკლური ხასიათი აქვს. წყაროსა და გადმოცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავდაპირველად ალავერდობა გიორგობას უნდა გამართულიყო. XIX საუკუნის ქართული პერიოდული პრესის მიხედვით, ალავერდობა მაშინ წელიწადში ორჯერ იმართებოდა: 14 (27) სექტემბერს ჯვართამაღლებას და 10 (23) ნოემბერს გიორგობას; ანუ, ნოემბრის გიორგობაც ალავერდობად ითვლებოდა. მართალია, ეგზარქოსმა იონამ ალავერდში არსებული ეკვდერი წმიდა გიორგის, ხოლო თავად ტაძარი ჯვართამაღლების სახელზე აკურთხა, მაგრამ ეს მხოლოდ ტრადიციის განახლებად შეიძლება მივიჩნიოთ. საისტორიო წყაროები აღნიშნავენ, რომ თავდაპირველი ტაძარი წმიდა გიორგის სახელზე აიგო. ალავერდის სატაძრო დღესასწაული ჯვართამაღლებას XVI საუკუნეში დაუკავშირდა, როდესაც კახთა მეფე ლევანმა იერუსალიმიდან ალავერდში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩამოაბრძანა. მას მერე იგი ხალხისთვის მთავარ დღესასწაულად იქცა. წმიდა იოსებ ალავერდელის დღესასწაულიც ბუნებრივადაა მოქცეული მოცემული დღეობის ციკლში, რომელიც ალავერდობას უკავშირდება. კერძოდ, 15 (28) სექტემბერს. ალავერდობა წმიდა ქეთევან დედოფალსაც უკავშირდება. მისი ხსენება წინ უსწრებს ჯვართამაღლებას და 13 (26) სექტემბერს აღინიშნება.

ალავერდობა მსგეფსის დღესასწაულია, ანუ იგი მთავარი დღესასწაულის ორ სწორზე იზეიმება და ყველა სწორი ისეთივე ძალისაა, როგორც პირველი. ამგვარად, ალავერდობამ თავის თავში მოიცვა და ასახა VI-XVIII საუკუნეების კახეთისა და ეკლესიის ისტორიის რთული, ტრაგიკული და იმავდროულად დიდებით სავსე მოვლენები.

XX საუკუნის 30-იან წლებში შეგროვებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ალავერდობა უძრავი დღესასწაულია და ჯვართამაღლებას არ ასცდება. ამავე მასალის მიხედვით ხალხმა კარგად იცის რას ეძღვნება ჯვართამაღლება და რომ ეს დღე, როგორც თვითონ აღნიშნავენ “ნამდვილი მძიმე მარხვაა.”

პერიოდულ პრესაში არსებული მასალების მიხედვით, ალავერდობაზე დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. დაახლოებით 15.000-20.000 ადამიანი. დღესასწაული აღინიშნებოდა ღამისთევით, რასაც პლატონ იოსელიანი ადრეული ქრისტიანული ეკლესიის წესს უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიმღერები, რომლებსაც მლოცველი დღესასწაულზე მღერის, უცხოა ქრისტიანისთვის. მისივე თქმით, ეს წარმართული ჰანგები ნელ – ნელა ქრება. ამ ქრისტიანულ დღესასწაულში მონაწილეობდნენ: კახელები, ქართლელები, ინგილოელი ლეკები, სომეხი გრიგორიანელები, ლეკები, დიდოელები, ოსები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, ქისტები, კახეთში დამკვიდრებული თათრები. ალავერდობაზე უძველესი დროიდან დამკვიდრებულა ბაზრობა. XIX ს-ს აღწერილობის მიხედვით, მთავრობისაგან მიცემული გეგმით აშენებდნენ დუქნებს, ალავერდის გარშემო არსებული მოედანი დაყოფილი იყო ქუჩებად, სადაც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრეს საკუთარი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. წესრიგის დასაცავად ახლომახლო სოფლების სამამასახლისოებიდან თითო კაცს ირჩევდნენ, რაც, მიუხედავად ხალხის სიმრავლისა, ხელს უწყობდა იმას, რომ დღეობაში სიმშვიდე იყო. ბაზრობაზე თუშებს გასაყიდად ჩითები, ყველი, კარაქი ჩამოჰქონდათ; ფშავლებს იარაღი, ნაჭერი, ნაბადი, ქეჩა; ხევსურებს ჩამოჰყავდათ საქონელი; სომხებს ხმალი, ტკბილეული, ტყავის ჩექმები, თბილი ტანსაცმელი და მრავალი ევროპული საქონელი მოჰქონდათ გასაყიდად. ეს საქონელი ნაღდ ფულზე იყიდებოდა ან იცვლებოდა. ქართველი მეფეები ძალზედ უწყობდნენ ხელს ამ სადღესასწაულო ბაზრობას, ვინაიდან იგი სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოვებისა და გაერთიანების კარგ საშუალებად მიაჩნდათ.

“მთიელებთან ურთიერთობისათვის ამ შეკრებაზე უფრო კეთილნაყოფიერი არა არის რა. და საამისოდ არა არის იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ქრისტიანული ტაძარი და მისი სიწმინდე-ქრისტიანთა და არა მარტო ქრისტიანთა თაყვანისცემის უდიდესი საგანი. და რა თქმა უნდა უკეთესი ადგილი ვაჭრობის განვითარებისთვისაც” – წერდა პლატონ იოსელიანი.

ალავერდობისთვის ქრისტიანსაც და მაჰმადიანსაც, ქართველსაც და არაქართველსაც შესაწირი მოჰქონდა. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II ასეთ შესაწირად მამალს ასახელებს. თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ქათმის მამალთან ერთად, რომელიც 1 წლამდე უნდა ყოფილიყო, მამალი ცხვარიც იწირებოდა. თუშებიც და კახელებიც თავისიანს აკვლევინებდნენ საკლავს.

ალავერდში ალავერდობას მისული მლოცველი მარჯვნიდან სამჯერ შემოუვლის ტაძარს, შემდეგ შიგნით შედის და სანთლებს ანთებს. ქართველებთან ერთად დღესაც ლოცულობენ ყარაჯალელი თათრები და ქისტები. ჩვენი მთხრობლის თქმით, ერთხელ მას ებრაელი გოგონა ახლდა თან. როდესაც ტაძარში შესულან და მასპინძელს მისთვის სანთელი მიუწოდებია დასანთებად, სტუმარს უპასუხია: მე ხომ ებრაელი ვარ და როგორ დავანთებ სანთელსო. მთხრობელს უნახავს, რომ თათრებიც და ქისტებიც ქართველებივით სამჯერ უვლიან ტაძარს, სანთელიც დაუნთიათ და პირჯვარიც გადაუწერიათ.

ალავერდობის დღესასწაულს თავისი სპეციფიური რიტუალური დასასრული ჰქონდა. ალავერდის ეზოში 200 – 300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის დალაის სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს.

ერთ – ერთი მასალის მიხედვით, ალავერდობის დასასრულს თუშებს ტრიალ მინდორზე სცოდნიათ ცხენის გაჭენება, რის შემდეგაც სალოცავიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ნანული აზიკური “დალაის” სიმღერით ტაძრის სამჯერ შემოვლის წესს მართებულად უკავშირებს იმ თუში მეომრების ხსოვნას, რომლებმაც 1659 წელს ბახტრიონის ბრძოლაში იმით ისახელეს თავი, რომ “თურქმენთაგან ციხე – სიმაგრედ და საჯინიბოდქცეული ალავერდი” სხვა ქართველებთან ერთად საბოლოოდ გაათავისუფლეს.

საინტერესოა ალავერდის ეტიმოლოგიის ბ. ალბოროვისეული ახსნა. იგი მას ინგუშური ენის საფუძველზე ხსნის. მან ალავერდი დაშალა “ალაუთ” და “ერდათ”. ალაუ ინგუშურად, ცეცხლს, ალს ნიშნავს, ხოლო სიტყვა შესაბამისად, წმიდა უფალს ან ღმერთ ალას ანუ ცეცხლის, ალის, კერის ღმერთს.

ალავერდის ტაძარმა და ალავერდობამ თავის თავში მოიცვა და ასახა კახეთის მომდევნო საუკუნეების ისტორია.”

არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში.

0
0

არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

/ილია მეორე/



Viewing all 13 articles
Browse latest View live




Latest Images